2018-02-12 12:53:42, 3435 ნახვა
კულტურა
პროექტ „12“-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ორიგინალური ინტერპრეტაციები შექმნეს
თიბისი ბანკის პროექტ „12"-ის ფარგლებში, ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. წელს, პროექტი „12", ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და იუბილეს ფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია. ბანკის 25 წლის იუბილეს მთავარი კულტურული მოვლენა სწორედ პეტრე ოცხელისა და მისი ნამუშევრების პოპულარიზაციაა. ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლითაც 12-მა ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა და ახალი ფორმით წარადგინა. უახლოეს პერიოდში პეტრე ოცხელის თემატიკაზე შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრები ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზეც განთავსდება. პროექტ „12"- ის ფარგლებში თიბისი ბანკი ფეი სტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრების გარდა პროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება. სპეციალურად პროექტისთვის შექმნილია ვებგვერდი www.12.ge-ც, სადაც შესაძლებელია, როგორც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ნამუშევრების დათვალიერება, ისე ფეი სტიკერების შეკვეთა. პროექტი „12" წელს უკვე მეორედ ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას. წლევანდელ პროექტში მონაწილეობენ არტისტები: თემო მაჭავარიანი, მარიამ საშა, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, გიგი შუკაკიძე (Wunderwerk Architecture), ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალაია.
(R) ავტორი: , „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|