2018-01-12 20:07:54, 2752 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტს საარჩევნო უბანზე „ფემინას“ აქტივისტი თავს დაესხა (ვიდეო)
დღეს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო უბანზე მისულ პრეზიდენტ მილოშ ზემანს თავს „ფემენას“ აქტივისტი დაესხა. ინფორმაციას depo.ua ავრცელებს. „ფემენას“ ნახევრად შიშველი აქტივისტი ქალი, პრეზიდენტის შესვლას ჟურნალისტებთან ერთად ელოდა. პირადმა მცველმა შიშველი ქალბატონი მოიგერია, დაცვის სხვა წევრმა კი პრეზიდენტის შეკავება მოახერხა და ოთახიდან გაიყვანა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა. შემთხვევის კომენტირებისას ზემანმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია „ფემენას“ მიერ მასზე თავდასხმა, რადგან ადრე ეს აქტივისტები თავს დასხმიან რომის პაპსაც. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, მთავარი კანდიდატები პრორუსული შეხედულებებით ცნობილი მოქმედი პრეზიდენტი, 73 წლის მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ირჟი დრაგოში არიან. ავტორი: , |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|