19:58 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 13:45:13, 7179 ნახვა

Lifestyle
დონალდ ტრამპის ვარცხნილობის საიდუმლო ამოხსნილია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უჩვეულო ვარცხნილობა, თმის გადანერგვის პროცედურის შედეგია, - ამის შესახებ The New York Post-ი ჟურნალისტ მაიკლ ვულფზე დაყრდნობით იუწყება.

ჟურნალისტის წიგნში "ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრი სახლი" ერთ-ერთი თავი სწორედ პრეზიდენტის ვარცხნილობას ეთმობა.

როგორც ჟურნნალისტი ტრამპის ქალიშვილზე დაყრდნობით წერს, თეთრი სახლის ლიდერს თმების გადანერგვა დასჭირდა.

"ტრამპის ქალიშვილი მეგობრებს ხშირად უყვებოდა ამ საკითხის ტექნიკურ მხარეზე. თმების გადანერგვის შემდეგ სრულიად მელოტ თხემს თმები ფარავს. პროცედურა ისეა ჩატარებული, რომ თხემის გარშემო არსებული თმები უკან არის გადაწეული და გელით არის დაფიქსირებული", - წერს ჟურნალისტი.

"რაც შეეხება ფერს, ივანკა ტრამპი სასაცილო ისტორიას ჰყვება. ფერის უცნაურობა თმის მოვლის საშუალებით Just for Men-ით არის განპირობებული. რაც უფრო მეტხანს იტოვებ საშუალებას თავზე, მით უფრო მუქი ფერი გამოდის, თუმცა ტრამპის მოუთმენლობის გამო, ის საშუალებას დიდხანს არ იტოვებს თმაზე და ფერი გამოდის სტაფილოსფერი", - ამბობს ვულფი.

გამოცემა წერს, რომ ის პროცედურა, რომელიც ტრამპმა ჩაიტარა გულისხმობს გამელოტებული კანის ნაწილის ამოჭრას და თმიანი ნაწილის დაჭიმვას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics