19:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-30 22:30:50, 5123 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებები 2017 წელსაც მრავალჯერ დაირღვა

შრომითი უფლებები

სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მუშების გარდაცვალებისა და ტრამვირების ფაქტები დღითიდღე ხშირდება. არასრული შემაშფოთბელი სტატისტიკით, 2007 წლიდან 2016 წლამდე გარდაცვლილ და დაზიანებულ მუშათა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.  სამწუხაროდ, ეს არასრული სტატისტიკაა, რადგან ფაქტი იმალება ან დამსაქმბელი  დაზარალებულის ოჯახს გარკვეულ თანხაზე ურიგდება და გარდაცვალების მიზეად ბუნებრივი სიკვდილი იწერება.

 შრომის  უსაფრთხოება რომ მოუგვარებელი პრობლემაა ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა ასევე მოუგვარებელია გარდაცვლილთა და დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი. არსებული კანონმდებლობა ასეთს არაფერს ითვალისწინებს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში, სამუშაო ადგილებზე 18 დასაქმებული დაიღუპა, 34 კი დაშავდა.  საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად , საანგარიშო პერიოდში  კვლავ პრობლემა იყო შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი  მექანიზმის არსებობა. 

ძალიან მწვავე თემაა მაღაროელების უსაფრთხოება საქართველოში. აპრილში, ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად, მუშა გარდაიცვალა.  9 მაისს, გვიან ღამით, თბილისში აქცია მიმდინარეობდა, სადაც მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი მუშის დაღუპვას აპროტესტებდნენ.

ოთხი მეშახტე დაახლოებით 400 მეტრი სიღრმის შახტში ჩავარდა, ისინი გარდაცვლილები იპოვეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ, დაპირისპირების შემდეგ, დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

 

ხმაური მოჰყვა წიგნების მაღაზია „ბიბლუსი გალერი“-სა და სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების (მოლარე-კონსულტანტების) მხრიდან სოციალური ქსელებით გავრცელებულ საჯარო მიმართვებს,

 

ამ ფაქტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი გამოეხმაურა.  EMC შეფასებისას ეყრდნობა როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე, კომპანიების მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებულ ახსნა-განმარტებებს.

„მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები სხვადასხვა დასაქმების ადგილზე არსებულ შრომით მდგომარეობას შეეხება, სიმპტომატურია დასაქმებულთა მიერ დასახელებული მთავარი პრობლემების ერთგვაროვნება. როგორც სუპერმარკეტ „ფრესკოს“, ისე წიგნების მაღაზია „ბიბლუსი გალერის“  დასაქმებულების ინფორმაციით მათ მძიმე სამუშაო პირობებს განსაზღვრავს 60 საათიანი სამუშაო კვირა, არანააზღაურებადი/არასათანადოდ ანაზღაურებული ზეგანაკვეთური შრომა, სხვადასხვა ფუნქციის თანადროული შეთავსების ვალდებულება, დასვენების დროის არარსებობა („ბიბლუსი გალერის“ შემთხვევაში) და კომპანიის მატერიალური ზიანის კომპენსირების მიზნით, დასაქმებულთა უშუალო ბრალეულობის გარეშე შემოსავლის დაქვითვის პრაქტიკა, რაც ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს და არაპროგნოზირებადს ხდის მათი თვიური შემოსავლის ოდენობას. დამატებით პრობლემად იკვეთება შიდა რეგულაციების გაუმჭვირვალობა და კომპანიის მხრიდან დაქვითვის მიზეზისა და მისი ოდენობის განსაზღვრის დაუსაბუთებლობის საკითხი. სუპერმარკეტ „ფრესკოს“ შემთხვევაში დასაქმებულებს არა აქვთ და არც იცნობენ შრომითი ხელშეკრულებების პირობებს.-ნათქვამია შეფასებაში.

წლის  ბოლოს კი 35 წლამდე კაცმა, რომელიც 27 დეკემბერს, ვალეში, ოთხი თვის აუღებელი ხელფასის მიღებას აქციაზე ითხოვდა, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

 

ქვეყანაში, სადაც ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით ამაყობენ , შრომის უსაფრთხობის კანონი არ არსებობს. ხოლო ამ ხელსეკრულების 30-ე დანართის 26 დირექტივიდან ამ დრომდე არცერთი შესრულებულა.  ყველა ეს დირექტივა შრომის უსაფრთხოების  საკითხებს არეგულირებს.  

 

 მარშისტული საქართველო

 

14 ივლისს საქართველოში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით, აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა სახელწოდებით „ქართველთა მარში“ გაიმართა. ქვეყნიდან არალეგალების წასვლა, უცხოელებისთვის ბინადრობისა და მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამკაცრება – ამ მოთხოვნებით ქუჩაში გამოსულმა მოძრაობა ,,ეროვნულების” წევრებმა აქციას „ქართველთა მარში“ უწოდეს და პეტიციაც შეიმუშავეს. გამოკვეთილი ორგანიზატორი მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძეა, რომელიც პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე ასლან აბაშიძის პოლიტიკური ძალის, “აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერი იყო; აქციის მხარდამჭერები არიან “სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი და “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს წევრი ლადო სადღობელაშვილი. აქციას მხარს უჭერს რადიკალი ნაციონალისტების მოძრაობა „წინააღმდეგობა - მომავლისთვის“.

ყველაფერი კი გაზაფხულზე დაიწყო.  შსს-ს ცნობით, სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე პოლიციამ 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ირანის დაპატიმრებულ მოქალაქეს, ჰ.ფ.ქ.-ს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ხუთ ეპიზოდში (სსკ-ის 18-140-ე მუხლით). ირანელის საქმის არსებითი განილვა ახალციხის სასამართლოში მიმდინარეობს და ბრალდებულის თხოვნის მიუხედავად, მასთან არ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, რადგან “მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“. “ქართული მარშის“ წევრების მოთხოვნით, უნდა გამკაცრდეს საიმიგრაციო პოლიტიკა ქვეყნიდან არალეგალები (ირანელები, არაბები, აფრიკელები) უნდა გავაძეოთ, ასევე ისინი ითხოვდნენ ბინადრობის უფლების გაცემაზე და მოქალაქეობის მინიჭებაზე კონტროლის გამკაცრებას და კრიმინალი უცხოელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

ამას მოყვა  ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარების გამოქვეყნება, რომელიც „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებმა ფეისბუკში  გაეროში ქართველი ახალგაზრდების ყოფილი წარმომადგენლის – თათია დოლიძის მისამართით გააკეთეს,

მარშის ორგანიზატორთა უკმაყოფილება გამოიწვია თათია დოლიძის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელშიც ის „ქართველთა მარშის“ იდეას აკრიტიკებდა.

მარშის ორგანიზატორები მას უცენზურო გამონათქვამებით აგინებდნენ და ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

რამდენიმე ხანში პოსტი, გაქრა, ხოლო ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ სინამდვილეში  მათ ამგვარ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, და ვიღაცამ ფეიკ-ეკაუნტები შექმნა.

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდა, რომ დროულად და ეფექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით საქმე აღძრა. 

 

19 ივლისს თბილისში, აღმაშენებელზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ უთანასწორობა, ძალადობა და ჩაგვრა გააპროტესტეს.

გახმაურებული სექს- სკანდალების ფონზე, საქართველოში „ ქალთა მოძრაობამ" პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიტანა. პეტიციის 1000 ხელმომწერი ითხოვს, რომ სექსუალური შევიწროების აკრძალვა კანონით მოხდეს.

"დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და არ განისაზღვრება დისკრიმინაციად. ჩვენ მოვითხოვთ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას,რომელიც უარის შედეგადაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილზე  სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან გაგდების სანაცვლოდ და სხვა", - აღნიშნულია პეტიციაში.

როგორც პეტიციის ავტორი, "ქალთა მოძრაობა" აცხადებს, სექსუალური შევიწროვბის ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

 

ლგბტ თემის უფლებები

17 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული აქცია "ნუ დადგები ძალადობის მხარეს!" გაიმართა.

ლგბტი თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ პრობლემებზე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და ხელისუფლებას სხვადასხვა ძალადობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებს მიმდინარეობის მანძილზე პოლიციის კორდონი იცავდა. სასულიერი პირები და მრევლის ნაწილი ცდილობდნენ, შესულიყვნენ კანცელარიის ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა.

საქართველოს მტავარი პროკურატორის 2017 წლის 6 თვის მონაცემებით ,სიძულვილის მოტივით 3 პირის მიმართ იყო დანაშაული ჩადენილი.  ერთი პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, სასჯელის დანიშვნის დროს მოსამართლემ გაითვალისწინა  დამამძიებელი გარემოება.  თუმცა კვლავ არასაკმარისია სავარაუდო სიძულვილის  მოტივის იდენთიფიცირებისკენ მიმართული ღონისზიებები.  როგოც სახალო დამცველის ანგარიში  გამოქვეყნდა, ლგბტ თემის წარმომადგენელთა  წინააღმდეგ ჩადენილი დანასაულებების გამოძიებისას კვლავ ბუნდოვანი რჩება , თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიზნით.

ბოლო დროს LGBT თემა საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად აქტუალური გახდა, მიზეზი კი ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას სამკლაურის გაკეთების ფაქტი გახდა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. გურამ კაშიას მიერ სამკლაური გაკეთების გამო "ქართულმა მარშმა" ჰომოფობიურ ნიადაგზე ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გამართა ისინი კობიაშვილისგან ბოდიშის მოხდას და კაშიას ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს. 

ასევე პროტესტით შეხვდნენ სახალხო დამცველის თანამდებობზე ნინო ლომჯარიას დანიშვნას.  უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება  1 დეკემბერს ამოეწურა.

96 მომხრე, 5 - წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია 27 ნოემბერს შეარჩია. ის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

მაკო ჯაბუა

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics