05:08 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-30 19:06:13, 1758 ნახვა

სხვადასხვა
2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ექსპრესნიუსის“ ობიექტივში

2017 წელს საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე გავლენა იქონია.

გთავზობთ 7 ფოტოს, რომელიც აღნიშნულ მოვლენებს ასახავს:

 

 

2017 წელს ყველაზე რეზონანსული ე.წ. ციანიდის საქმე იყო. 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დაკავების მიზეზად პროკურატურამ „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა. უწყებაში განაცხადეს, რომ დეკანოზს ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იგი ბრალს არ აღიარებს.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მიმოსვლა ამოქმედდა. ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა 553-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი 66 აღმოჩნდა, ხოლო თავი 28 დეპუტატმა შეიკავა. 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის ცვლილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

30 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჩამოვიდა. პენსიმ საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ. პენსიმ ისიც აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დადგება დღე, როდესაც საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს.

20 აგვისტოს ბორჯომის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის დროს 100-მდე ჰექტარი დაიწვა. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ტყის ტერიტორია 2008 წელს რუსეთმა დაბომბა. ამის შემდეგ მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინაროებდა. ხანძრის ჩასაქრობად, საქართველოს რამდენიმე მეგობარმა ქვეყანამ ვერტმფრენები გამოუყო.


 

21 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით, თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. თბილისის მერად, მმართველი გუნდის კანდიდატი კახა კალაძე აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ კალაძემ ოპონენტებს მნიშვნელოვანი სხვაობით გაუსწრო და მერის პოსტი პირველივე ტურის შედეგად დაიკავა.

 

 

22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსაათიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად საერთაშიროსო ტერორისტი, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი საველე მეთაური ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდირება მოხდა. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 სპეცრაზმელი - ვანო გოლოშვილი დაიღუპა.

 

23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მოსაყრდის დანიშნვით პატრიარქმა წმინდა სინოდს საკუთარი ნება ამცნო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics