10:04 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 14:09:21, 3531 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ამასთან, მოსამართლემ რატიანი გააფრთხილა, რომ თუ ჯარიმას კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის, მის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. რატიანმა სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეა. შსს-ში კი განაცხადეს, რომ ზვიად რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს შეურაცხყოფას თავად აყენებდა.

24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics