04:05 - 23 Apr, 2018
2017-12-22 17:05:34, 9658 ნახვა
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გურამ ყურაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

გურამ ყურაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარების საქმეში. მან აფხაზეთში, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შექმნა პირველი ბავშვთა ინტერნაციონალური კაპელა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებულ კონცერტებს მართავდა არა მარტო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული იყო.

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ კოლექტივმა დროებით შეწყვიტა არსებობა. 12 წლის შემდეგ კი გურამ ყურაშვილმა ახლა უკვე ქალაქ თბილისში ახალი შემადგენლობით შექმნა აფხაზეთის საგუნდო კაპელა, რომელმაც ძალიან მალე გამორჩეული სტილის კოლექტივის სახელი დაიმკვიდრა და არაერთხელ წარმოაჩინა საქართველო და აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზახაროვა:ტატუნაშვილის საქმემ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა
48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა
რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics