21:42 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 18:00:57, 1977 ნახვა

კომენტარი
კალაძე ოპოზიციას: არცერთ ტყუილს არ გაგიტარებთ, ის წლები, როდესაც თავზე ეჯექით ყველას, დასრულებულია

"არცერთ ტყუილს არ გაგიტარებთ, ის წლები, როდესაც თავზე ეჯექით ყველას, დასრულებულია", - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოში, ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერმა უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ

უფასო სასადილოების მიმართულებით ბიუჯეტი  ნახევარი  მილიონით არის გაზრდილი.

"თუ თქვენ მეკითხებით, თანხები საკმარისია თუ არა, გეტყვით, არ არის საკმარისი, მაგრამ  გამოვდივარ იმ შესაძლებლობიდან, რა შესაძლებლობაც გააჩნია ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოუწოდა ოპოზიციას, წარმოადგინონ რეალური ხედვები და პროექტები,  თუ რა შეიძლება გაკეთდეს დედაქალაქისთვის.

"მე ვთხოვ ოპოზიციას, წარმოადგინონ რეალური ხედვები და პროექტები,  თუ რა შეიძლება განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერიის კარი ღიაა იმათთვის, ვისაც აქვს კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს დედაქალქისთვის. შესაბამისად, თუ გექნებათ კონკრეტული  ხედვები, მივმართავ ოპოზიციას,  ჩვენ  მზად ვართ შევხვდეთ, ერთად განვიხილოთ და განვახორციელოთ ეს პროექტები ქალაქის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics