10:59 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 12:03:39, 1825 ნახვა

საზოგადოება
საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭოთ

საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭოთ.

აღნიშნულს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში ცვლილება  ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინიციატორი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანია, ხოლო ავტორი- საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება ხდება ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს  ქართველებად თვლიან.

კანონპროექტის თანახმად, ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ მათ დადგენლ ფარგლებში იციან საქართველოს სახელმწიფო ენა; დადგენლ ფარგლებში იციან საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

„კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყანაში არსებული რთული დემოგრაფიული ვითარება. ამ მხრივ სამომავლო პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა, გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები, არ ვიქცეთ უმცირესობად. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო, მათმა უმრავლესობამ მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. ამას გარდა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს“,-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს  განიხილავენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს
რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა [ვიდეო]
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics