23:41 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 12:01:19, 1796 ნახვა

საზოგადოება
უცხო ქვეყნის მოქალქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5 წლიანი ვადა შესაძლოა, 10 წლამდე გაიზარდოს

უცხო ქვეყნის მოქალქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5 წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10 წლიანი ვადით იცვლება.  

ცვლილებას "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინიციატორი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანია, ხოლო ავტორი- საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

კანონპროექტის ავტორის აზრით, არსებული 5 წლიანი საცხოვრებელი ვადა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით,  არის ძალიან მცირე პერიოდი და აუცილებელია მისი  10 წლამდე გაზრდა.

ავტორი განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის მოქალაქეობის მიღების 10 წლიანი ვადები მრავლად გვხდება ევროპის ქვეყნებში, მათ შორის ბელგიასა და საბერძნეთში.

კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს  განიხილავენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics