05:35 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 11:10:40, 1855 ნახვა

პოლიტიკა
კანონპროექტის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირად საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც განისაზღვრება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს  მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიასა და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსში განხორციელდება ცვლილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, დადგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

მოქმედი რედაქციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს. ამასთან, თანამდებობის პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ფრაქციის თავმჯდომარის ერთ- ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა პოლიტიკურ ან/და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რაც ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს მივლინებას ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ფრაქციის საქმიანობის შეფერხების ობიექტური რისკი, ვინაიდან ფრაქციის თავმჯდომარე არის ფრაქციის საქმიანობის ერთპიროვნული წარმმართველი.

მათივე შეფასებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია და უპრიანი იქნება მისი მმართველობის სისტემის უფრო დეტალიზება და ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, რათა მოხდეს ფრაქციის შიდა ორგანიზაციული საკითხების უკეთ ორგანიზება და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებების სრულად განხორციელება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics