04:31 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 10:53:12, 2255 ნახვა

პოლიტიკა
„ფულადი პრემია“ „ფულადი ჯილდოთი“ იცვლება, ხოლო „ხელფასი“ „შრომის ანაზღაურებით“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს  I მოსმენით განიხილავენ.

მომხსენებლები  გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი იქნებიან.

კანონპროექტებში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის და ისინი ტერმინთა ცვლილებებს შეეხება.

კერძოდ,  „ფულადი ჯილდოთი“ იცვლება ყველა ის ჩანაწერი, სადაც „ფულადი პრემიები“ იყო მოცემული. ხოლო რაც შეეხება პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების კომპონენტიდან ფულადი ჯილდო და სხვა სახის დანამატები, სრულიად ამოდის. აგრეთვე ტერმინი „ხელფასის“ ნაცვლად მიეთითება „შრომის ანაზღაურება“.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებაა, რომელიც საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს არეგულირებს.

ასევე,  დღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების დოკუმენტის I მოსმენით განხილვა მოხდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics