05:21 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 15:57:01, 1373 ნახვა

სამხედრო
სესიაშვილი: ჩვენი ინიციატივაა, მაქსიმალურად მოვახდინოთ წვევამდელების სამხედრო ამოცანებისთვის მომზადება

„ ჩვენი ინიციატივაა, მაქსიმალურად მოვახდინოთ წვევამდელების სამხედრო მიზნებისთვის, ამოცანებისთვის მომზადება და ამ მომზადებაში გამოვიყენოთ სწორედ ის წვრთნის პროგრამები, რომლებიც საერთო ჯამში მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სესიაშვილმა ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მოუწოდა,  რომ  რომელიმე სამსახურის ერთგვარი დისკრედიატაცია არ მოახდინონ. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა საგუშაგო სამსახურზე:

„მესმის საზოგადოებაში წუხილი, რომელიც  გამოიხატება სამხედრო სავალდებულო სამსახურისადმი ნიჰილიზმში, მაგრამ მინდა, დიდი სიამაყით მივმართო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ წვევამდელს, რომელიც პირველ რიგში სამშობლოს სიყვარულით იღებს ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას. ვგმობ იმ სტერეოტიპს და მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პოლიტკოსებს, რომ არ მოხდეს რომელიმე სამსახურის ერთგვარი დისკრედიტაცია. სამწუხაროდ,  გვესმის ხოლმე გუშაგების მიმართ რაღაც არაღირებული ერთგვარი შეფასება, რაც შეურაცხმყოფელია.გუშაგები ოდითგანვე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყვნენ ის პირველი დამცველები, რომლებიც ეგებებოდნენ მტერს და ეს ყოველთვის იყო ღირსეული სამსახური. თუ არ მოგვწონს დღევანდელი საგუშაგო სამსახურის ფორმები და შინაარსი, ამაზე ვსაუბრობ, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. კომისია უკვე ჩემს მიერ შექმნილია. მინდა, მოგიწოდოთ, ჩაერთოთ ამ კომისიაში. ჩვენი ამოცანაა, ყველა წვევამდელის, რომელიც გაწვეული იქნება შეიარათებულ ძალებში  პირველადი სამხედრო წვრთნა და მომზადება განხორციელდეს და ამის შემდგომ მათ ღირსეული სამსახური მიმართონ იქითკენ, სადაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხაზი გადის“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics