21:38 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 13:54:15, 1228 ნახვა

სამხედრო
„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სწავლების ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინიტრს ლევან იზორიას, „დიდგორი 2017“-ის მიმდინარეობის და განხორციელების შედეგები გააცნო.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლები, ბრიგადის გენერლები შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

 შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სწავლების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სერტიფიკატები გადასცეს. 

„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში 13-დან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

მასში სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენლმა მიიღო მონაწილეობა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ეფექტურების გაძლიერება იყო.

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics