04:38 - 17 Dec, 2017
2017-12-07 19:48:04, 271 ნახვა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

7 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სასტუმროში „ბილტმორი“ გაიმართა ერთობლივი, გაფართოებული შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანიებთან. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ის ინიციატივები და მიზნები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიების ხელშეწყობისათვის. ამასთანავე, ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს უწყობს ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას და ინტერნაციონალიზაციის  მიზნით სინერგიული  აქტივობების დაგეგმვას.

ღონისძიებას 60-მდე ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, რომლებმაც  საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.  როგორც აღინიშნა, შეხვედრის მიზანი სერვისების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა იყო, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ, მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ერდოღანი: იერუსალიმი - ეს ის გამოცდაა, რომელიც ყველა მუსლიმმა წარმატებით უნდა ჩააბაროს
ბრიტანეთში, ერთ-ერთ სახლში კამერებმა „მოჩვენება“ დააფიქსირეს
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინების თარიღი ცნობილია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics