22:09 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 16:12:42, 1851 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, იერუსალიმთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან აწარმოებს.

მისივე შეფასებით, ეს თემა არა მხოლოდ მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც ეხებათ.

„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა დონალდ ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება ისლამური ქვეყნების აღშფოთება გამოიწვიოს, ხელი შეუშალოს მშვიდობიან პროცესს, ასევე გამოიწვიოს მღელვარება და შეტაკებები. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ტრამპმა შესაბამისი გადაწყვეტილება პირადი ამბიციების გამო მიიღო და ეს ტერორისტებმა შესაძლოა, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

ცნობისთვის, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის არსებობის განმავლობაში ინტიფადა (ამბოხი) უკვე ორჯერ მოხდა. პირველი ამბოხის თარიღად 1987 წლის 9 დეკემბერი ითვლება. მას "ქვების ომს" ეძახიან" პალესტინელებმა საკუთარი რიცხვა ებრაელი ხალხის მიმართულებით ქვების სროლით გამოხატავდნენ. აღნიშნული ამბოხი 1993 წლის აგვისტოში ოსლოს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის 110 მოქალაქე და 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 2000 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე ამბოხი: "ინტიფადა ალ-აკსა". ამ ამბოხის მიზეზი იყო" ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის მიერ მაცხოვრის ტაძრის მონახულება გახდა. ამბოხმა პიკს 2002 წელს მიაღწია, რის შედეგადაც ისრაელის 1000 მოქალაქე, მათ შორის სამხედროები და 65 ტურისტი, ასევე 5000 ათასი პალესტინელი დაიღუპა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics