16:44 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 14:08:56, 3267 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 99 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებით ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება თუმცაღა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა.

იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ.

დანარჩენი სამინისტროები იგივე სახით რჩება.

აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ვინაიდან ეს არ არის კანონის რეგულირების სფერო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს, თუმცა ეს მოხდება მთავრობის დადგენილებებით მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტები უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე იქნება.

კანონპროექტიდან ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხორციელდებოდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმა, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე.

ცვლილებები შედის თანმდევ 99 კანონში, რომელიც სახელების ჩანაცვლებას და კანონებში ფუნქციების გადანაწილებას ითვალისწინებს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა სამინისტროებში გადადის და აქამდე კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები გადანაწილდება იმ სამინისტროებზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სამართალმემკვიდრე სამინისტროებად განისაზღვრება.

რაც შეეხება ადამიანური რესურსის მართვის საკითხს, მთავრობა შესაბამის უწყებებს, რომლებიც როგორც სამართალმემკვიდრე ისე, მხარჯველ ორგანიზაციად გამოცხადდებიან რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და შერწყმის პროცესის განსახორციელებლად, გარკვეულ ვადას განუსაზღვრავს, რის შემდეგაც დაფიქსირდება თუ რა სახის საბიუჯეტო ცვლილება იქნება ამ პროცესის დასრულების შედეგად გამოწვეული.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფინანასთა სამინისტრო - ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო ADB-სგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს
რიჟვაძე - სოციალური პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics