04:31 - 17 Dec, 2017
2017-12-04 17:31:26, 348 ნახვა
იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ნუსხაში შეიყვანა

ნიკოლოზ ბარათაშვილის  200 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა.

ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა,თქვენ  ხედავთ თუ როგორ არის ყველაფერი გაკეთებული,  3D  ანიმაცია მართლაც საოცრებაა და აქ მომსვლელ ადამიანებს  იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ რეალობაში აღიქვან ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენ გაგვაჩნია, კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ეს არის ჩვენი სიმდიდრე.შესაბამისად მას მოვლა-პატრონობა სჭირდება.  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობა იქნება, რომ ის რაც გაგვაჩნია შევინარჩუნოთ. ჩვენ ამ მიმართულებით  ძალიან მდიდარი ქვეყანა  ვართ  და შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რომ მოვლილი გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს და  შვილიშვილებს. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის  იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ნუსხაში შეიტანა. ესეც რა თქმა უნდა მისასალმებელია და ვულოცავ სრულიად საქართველოს“,-აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, მუზეუმში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები:

ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, მე-19 საუკუნის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები, ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონი და სხვა დამხმარე მასალა.

მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატთა შორის სავიზიტო მასალას წარმოადგენს ორი ფოტო-პოეტის მუზის-ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი „ცარსკოე სელოში“ და კლასიკურუ გიმნაზიის შენობა, ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული,  1876 წელს გამოცემული, პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუმოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.
 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ერდოღანი: იერუსალიმი - ეს ის გამოცდაა, რომელიც ყველა მუსლიმმა წარმატებით უნდა ჩააბაროს
ბრიტანეთში, ერთ-ერთ სახლში კამერებმა „მოჩვენება“ დააფიქსირეს
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინების თარიღი ცნობილია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics