02:00 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 10:23:45, 2089 ნახვა

პოლიტიკა
პოროშენკო კვირიკაშვილს: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობების განვითარებას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ხვალინდელი სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

"მოხარული ვარ ჩემს პარტნიორსა და ძვირფას მეგობართან შეხვედრით. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეისათვის ჩვენი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენი პირადი ურთიერთობები, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით საფეხბურთო მატჩის შედეგების მილოცვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მზარდ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით. ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ამბიციები, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები, რაც ჩვენს საშინაო და საგარეო დღის წესრიგს განსაზღვრავს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები, რომელსაც განვითარების გაცილებით უფრო ფართო და ღრმა პოტენციალი აქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics