18:54 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 17:34:52, 2404 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაცია მცხეთაში - შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ., მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხ შეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.

„სამართალდამცველებმა, ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მცხეთის შესასვლელში დააკავეს. პოლიციამ, ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლეს.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, -  ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics