07:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 17:00:21, 1758 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმატში განხილვები შედგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენების საკითხი შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოებისგან კონკრეტული ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ამასთან  დაკავშირებით განხილვები სხვადასხვა ფორმატში შედგეს.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და მწუხარება გამოვთქვა ამის გამო. მინდა, დაჭრილებს ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება, შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა,  ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით, ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, თუ რამდენად იქნება საჭირო, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად.

კითხვები არსებობს და ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები და რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია გამოცდილმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ.

„მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი. გამოდიან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, იბრალებენ  ექსპერტობას ამ სფეროში. ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს შესაბამის გამოცდილება ამ კუთხით და პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics