14:50 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 16:49:28, 2063 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა პარლამენტს სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

„კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი.  ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ, რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს-რეორგანიზაციას, ეს არის მთავრობის საქმე, შესაბამისი სამინისტროების საქმე და შესაბამისი ცვლილებები აისახება უკვე მოგვიანებით ბიუჯეტის კანონის პროექტში, უფრო სწორად, ცვლილებებში, რომლებიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ჯერჯერობით რეორგანიზაცია ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახული ვერ იქნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ძირითადი კანონპროექტი, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics