16:31 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 11:30:59, 5573 ნახვა

საზოგადოება
ვინ არის მეუფე შიო და რა კავშირები აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.  

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 

 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 

მეუფე შიოს მოსკოვში კარგად იცნობენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად მიიჩნევა რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის ეკლესიასთან და კერძოდ, პატრიარქ კირილთან უკვე შეათანხმეს საკითხი საქართველოს პატრიარქის „მემკვიდრის“ შესახებ,-მომავალი პატრიარქი უკვე შერჩეულია და ამ პროცესში ლევან ვასაძეც არის ჩართული, რომელიც ერთგვარი შუამავალია რუსეთსა და ქართველ სასულიერო პირებს შორის. მოქმედება განახორციელეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, რუსეთის პატრიარქ კირილის თანხმობით.
ამასთან პატრიარქის და საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტების ორგანიზებას ხშირად სწორედ მიტოპოლიტი შიო მუჯირი აგვარებდა. 2011 წელს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა შიომ ორგანიზება გაუკეთა პატრიარქის და მიხეილ ხუბუტიას შეხვედრას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მუჯირი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ლევან ვასაძის ახლო მეგობარია. 
ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, 2017 წლის 9 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმრთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატარიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სადაც ცხადი გახდა მეუფის ამბიციებიც. 
აღსანიშნავია, რომ შიო მუჯირი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია.



საარქივო ფოტოეზე, რომელიც წლების წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ერთ ფოტოზე აღბეჭდილნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე, მამა გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics