16:52 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 11:11:19, 1466 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის გამოწვევებსა და კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

„ჩვენ გვინდა ისრაელსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებით თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში განვახორციელოთ. ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევით ორგანიზაციის, Volcani ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ეს იქნება ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროექტები ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების კუთხით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების მოწოდებით ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილესთან, იუვალ ფუქსთან გამართეს.

შეხვედრაზე იუვალ ფუქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მაშავს“ გამორჩეულად წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და სწორედ ამიტომ, სამომავლო პროექტების განხორციელება „მაშავს“ უშუალოდ სამინისტროსთან ერთად აქვს გათვალისწინებული.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სასწავლო პროგრამები ფერმერებისთვის.

„სულ რამოდენიმე თვის წინ ისრაელის სახელმწიფოში შედგა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს ორი ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლებმა განიხილეს თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს. რა თქმა უნდა ამ ჩამონათვალში მოხვდა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ისრაელში ნაყოფიერად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი. ვფიქრობ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სოფლის მეურნეობის დარგში ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძემ.

ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის და  სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics