16:11 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 20:05:48, 1786 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა - შიშის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დღეს განხორციელებულ სპეცოპერაციას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა.

მან ოპერაციაში მონაწილე ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სპეცრაზმელის დაღუპვისა და კიდევ რამდენიმე სპეცრაზმელის დაჭრის  გამო მწუხარება გამოთქვა.

პრემიერის თქმით, ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და შიშის საფუძველი არ არსებობს:

„ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და არანაირი საფუძველი  უსაფრთხოებასთან მიმართებაში  შიშის არ არსებობს. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ცუდი შედეგით დასრულებულიყო“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე შეფასებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. პრემიერი ამბობს, რომ შეკითხვები შეიძლება დაისვას, თუმცა მისივე თქმით, არსებობს  ინსტიტუციური ფორმატები, სადაც ასეთ კითხვებს პასუხი გაეცემა.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics