10:36 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 13:48:27, 2063 ნახვა

ეკონომიკა
სოზარ სუბარი: ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე  კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

ის ამბობს, რომ ამ თემაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მათ შექმნილი ვითარება მისცემთ. სუბარი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ყველაფერი კეთდება,  რათა სპეცოპერაცია დასრულდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდნენ:

„შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას იმ დოზით,  რა დოზითაც შესაძლებელია ამ ეტაპზე ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს.  რაც საჭირო იქნება, იმაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას“,-აღნიშნა მან.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილი გახდა, მან  სხდომა დაწყებიდან მალევე  დატოვა.

შეგახსენებთ, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სპეცრაზმი იმ შენობის შტურმით აღებას ცდილობს, სადაც ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics