13:09 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 19:19:52, 2126 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი შალელაშვილზე: ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მმართველი გუნდის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის კრიტიკას ბრალდებით უპასუხა.

როგორც წულუკიანმა „ქართული ოცნების“ წევრზე განაცხადა, ის საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს.

"ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ და ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ „ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია“.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics