15 ნოემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება.
15 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412
15 ნოემბერს, 11:00 საათზე, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გახსნის.
მის.: თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, დარბაზი #2)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
15 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
15 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
15 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ე.წ. „ციანიდის საქმეში“ არსებულ ხარვეზებზე ისაუბრებს.
მის.: ნინო რამიშვილის ქ. #6
15 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კონფერენციას „ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ გამართავს.
თემა: „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“.
15 ნოემბერს, 13:00 საათზე, დაბა კაზრეთში ბელორუსის სახელმწიფო დელეგაცია, ბელორუსიის ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლიფტების საწარმოს გახსნას დააანონსებენ და განხორციელებულ პროექტს მოინახულებენ.
საკონტაქტო პირი თორნიკე ცხადაია - 577 747 107
15 ნოემბერს, 13:00 საათზე, საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე „ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება.
მის.: ასათიანის ქ. #9ა, (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი)
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
15 ნოემბერს, 14:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555101040
15 ნოემბერს, 14:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“ გაიმართება. ღონისძიებაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პრეზენტაციას გამართავს.
მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8
15 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული
15 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში მოხსენებებს წაიკითხავენ.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი #32
ავტორი: ,