13:16 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 16:33:25, 5327 ნახვა

Lifestyle
მეცნიერები: ბავშვები ერთი და იმავე სქესის მქონე ოჯახებში ზუსტად ისე ვითარდებიან, როგორც ჰეტეროსექსუალურებში

კვლევას, რომელიც შოკში მხოლოდ ჰომოფობებს თუ ჩააგდებს, ამერიკელი მეცნიერები აქვეყნებენ. აშშ-ის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ (2013-2015 წლები) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ერთი და იმავე სქესის მქონე ოჯახებში იზრდებიან ზუსტად ისე ფორმირდებიან, როგორც მათი თანატოლები ჰეტეროსექსუალური ოჯახებიდან. მათ გააჩნიათ ისეთივე პრობლემები, როგორებიც სხვა თანატოლებს აქვთ.

მეცნიერებმა 21 000 ბავშვის ფსიქიკურ-ემოციური მონაცემების შესწავლის შემდეგ, გამოიტანეს დასკვნა, რომ მშობლების სექსუალური ორიენტაცია ბავშვის სექსუალურ ორიენტაციაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ბავშვებს  ერთსქესიანი ოჯახშიდან სკოლაში ნიშნებთან და ქცევასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები არ ახასიათებთ. 

ბავშვებთან დაკავშირებული ვითარება შედარებით უარესად გამოიყურება მხოლოდ ბისექსუალურ ოჯახებში. ეს იმითაა განპირობებული, რომ საზოგადოებაში შექმნილი აზრის გამო ასეთი ტიპის ოჯახებში თვითონ მშობლები მუდმივ სტრესში იმყოფებიან - ხსნიან მეცნიერები.

ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის პროფესორის და კვლევის წამყვანი ავტორის დოკტორ ჯერელ კალცოს (Jerel Calzo) თქმით "საზოგადოებაში სულ უფრო მატულობს ინფორმირებულობა ლგბტ ოჯახების შესახებ და ჩვენს დასკვნებს წინა კვლევების დასკვნებიც ემატება. ამ კვლევების მიხედვით, ბავშვებს ასეთი (ლგბტ) ოჯახებიდან, ჰეტეროსექსუალურ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისგან განსხვავებული ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემები არ ახასიათებთ. ეს ჩვენ იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ბავშვის ფსიქიკაზე მშობლების ორიენტაცია კი არა, აღზრდის მეთოდოლოგია და პრინციპები უფრო მოქმედებს", -ამბობს დოქტორი კვლევის კომენტირების დროს.

2015 წელს ანალოგიური კვლევა მეცნიერებს ავსტრალიის სახელმწიფომაც  შეუკვეთა. მაშინ სახელმწიფომ მეცნიერებისგან შემდეგი პასუხი მიიღო: "ბავშვები, რომლებიც ერთი და იმავე სქესის მქონე ოჯახებში იზრდებიან თავისი თანატოლებისგან განსხვავებულ ემოციურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ ჩივიან. მათი ქცევა და მოსწრება სკოლაში ჰეტეროსექსუალურ ოჯახებში გაზრდილი ბავშვების მოსწრებისგან არ განსხვავდება". ამასთან ერთად მეცნიერების ჯგუფმა ავსტრალიის ხელისუფლებას ლგბტ ოჯახების საზოგადოებაში უფრო უმტკივნეულოდ ინტეგრაციისკენ ხელშეწყობისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ურჩია.

წყარო: http://timeforfamilies.com/yet-another-study-finds-kids-sex-parents-just-well-straight-parents/

https://www.sciencealert.com/children-welfare-gay-and-bisexual-couples-suffer-stigma




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომელაური - ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო
გომელაური - ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - მადლობა მათ
გომელაური - ციფრები ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე
გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics