19:20 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 16:11:21, 1776 ნახვა

კომენტარი
გოკა გაბაშვილი: ილუზია არ მაქვს, რომ საკრებულოში გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა გვექნება

საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო" წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საკრებულოში "აბსოლუტური მონოპოლიაა".

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მას არ აქვს ულუზია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ოპოზიციას რაიმე გავლენა ექნება.  

„დღეს აბსოლუტურად ერთპარტიული მონოპოლიაა საკრებულოში, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებით, რომელიც ყველამ ვნახეთ რა მეთოდებით და გზებით ჩაატარა ხელისუფლებამ. ილუზია არ მაქვს, რომ საკრებულოში გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა  გვექნება, მაგრამ ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ფუნქციას და გარკვევით და ხმამაღლა ვიტყვით ყველა იმ საკითზე რაც მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ არ გვჭირდება არც პოსტები და არც თანამდებობები აქ არსებულ კომისიებში. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ყველა იმ საკითხს, რომელიც საკრებულოში შემოვა. ზოგადად კარგი ჟესტია როცა ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის ჩართვას პროცესებში, მაგრამ ეს სამწუხაროდ, არ შედის ქართული ოცნების გეგმებში“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics