10:56 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 14:21:21, 2286 ნახვა

მსოფლიო
ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 445-მდე გაიზარდა

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 445-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Press Tv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ 7 ათასი ადამიანი დაშავდა.

წითელი ჯვრის მონაცემებით, 70 ათასზე მეტი ადამინი უსახლკაროდ დარჩა.

მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. მისი სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდას შეადგენდა. რყევები თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ლიბანში, ისრაელსა და ქუვეითშიც იგრძნობოდა. ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს
რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა [ვიდეო]
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics