12:04 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 13:49:09, 2157 ნახვა

მსოფლიო
„ვიცით რასაც აკეთებთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ!“ - ტერეზა მეიმ რუსეთი გააკრიტიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და საერთაშორისო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთი სხვა სახელმწიფოების არჩევნებში ერეოდა და დანიისა და გერმანიის თავდაცვის უწყებებზე ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებდა. მანვე დასძინა, რომ კრემლის მითითებით "ინფორმაციული იარაღის" შექმნას ცდილობდნენ.

ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებები "დასავლეთში დესტაბილიზაციის მოწყობისკენ" იყო მიმართული.

„ჩვენ ვიცით რასაც აკეთებთ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას“, - განაცხადა მეიმ.

კრიტიკის საგნად ასევე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასში არსებული ვითარება გახდა, თუმცა საუბრის ბოლოს ბრიტანეთის პრემიერმა დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საჭიროა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics