21:36 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 17:12:34, 2048 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ ბორჯღალოსნების პარტნიორი გახდა

კომპანია „თეგეტა მოტორსმა“  და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, “თეგეტა მოტორსი” საქართველოს რაგბის ეროვნული  ნაკრების პარტნიორი გახდა.

როგორც „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მათ საშუალება მიეცათ ხელი შეუწყონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებაში. მისივე თქმით, კომპანია ნაკრების მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ,  რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ. ვფიქრობ, ყველა კომპანიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნული ნაკრების წარმატებაში. ეს არ იქნება ერთჯერადი დახმარება. გვინდა, რომ მომავალ წელსაც დავუჭიროთ მხარი ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.

„საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტის გოჩა სვანაძის თქმით, კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა მისასალმებელი და სასიხარულოა.

„საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. სერიოზული რეპუტაციის მქონე კომპანია „თეგეტა მოტორსის“ დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. კარგის ნიშანია იმ მხრივ, რომ კერძო სექტორი სერიოზულად დაინტერესდა რაგბით, ეს კი ჩვენს პასუხისმგებლობას უფრო და უფრო ზრდის. მოხარულები ვართ, რომ კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას“, - აღნიშნა გოჩა სვანაძემ.

აღსანიშნავია, რომ “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics