14:57 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 13:51:41, 5013 ნახვა

Lifestyle
კევინ სპეისიმ აღიარა, რომ გეია

ჰოლივუდის ოსკაროსანმა მსახიობმა კევინ სპეისიმ საკუთარი ორიენტაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

მსახიობმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: "დიდი ხნის განმავლობაში მე მქონდა ურთიერთობები როგორც კაცებთან, აგრეთვე ქალებთან. დღეს ვამბობ, რომ მე გეი ვარ".

"ოსკარის" ორგზის ლაურეატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალ BuzzFeed-ში სტატია დაიბეჭდა, რომელშიც მსახიობი ენტონი რეპმა მასზე სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. რეპის მტკიცებით 1986 წელს სპეისიმ ის საკუთარ წვეულებაზე დაპატიჟა და იქ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება ეცადა. აღსანიშნავია, რომ რეპი მაშინ 14 წლის იყო.

სპეისი ამტკიცებს, რომ მას ეს შემთხვევა არ ახსოვს: "თუ ეს ნამდვილად ასე იყო, მე ბოდიშს ვთხოვ მას", - უთხრა მსახიობმა ჟურნალისტებს ბრალდებების მოსმენის შემდეგ.

კევინ სპეისს პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასოდეს უსაუბრია , სწორედ ეს ჩაკეტილობა პერსონის ირგვლივ წლების მანძილზე გარკვეულ ჭორებს ბადებდა.

კევინ სპეისი არის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. გაზიარდა კალიფორნიაში. მოღვაწეობა დაიწყო თეატრში 1980-იან წლებში. 2003 წლიდან არის ლონდონის თეატრ ოლდ ვიკის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2013 წლიდან ასრულებს ფრენკ ანდერვუდის როლს Netflix-ის პოლიტიკურ დრამატულ სერიალში ბანქოს სახლი. ამ როლისთვის მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მსახიობს სატელევიზიო დრამატულ ფილმში




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics