2017-10-23 13:07:47, 4806 ნახვა
Lifestyle
ძველი ეგვიპტის განადგურების მიზეზი ცნობილია
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა არქეოლოგიაში და ზოგადად ისტორიაში "ათწლეულის მთავარი აღმოჩენა" გამოაქვეყნა. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის დაცემა არა ბარბაროსთა ტომების თავდასხმების და მუდმივი ომების, არამედ უდიდესი ვულკანის ამოფრქვევის ბრალია. მეცნიერთა ჯგუფმა ამაზე სტატია ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნა. ძველი ეგვიპტის სიცოცხლე მდინარე ნილოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. სამშენებლო მასალა, მოსავალი, ეკოლოგია, და რა თქმა უნდა სასმელი წყალი-ეგვიპტელებს ამ ყველაფრით სწორედ ეს მდინარე ასეულობით წლის მანძილზე ამარაგებდა. წელიწადში ერთხელ, ზაფხულის პერიოდში ეთიოპიის მთებში, სადაც ნილოსი საწყისს იღებს, გადაუღებელი წვიმები ერთი თვის განმავლობაში მოდიოდა. ამის გამო მთელი ეგვიპტის ფერდობზე ნილოსი ნაპირებიდან გამოდიოდა და მიწას საჭირო მიკროელემენტებით, ხავსით და წყლით ამარაგებდა. ზუსტად ამიტომ, ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი ნილოსთან ახლოს ჩნდებოდა. პრობლემების დინასტიის მართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 40-იან წლებში, როცა ეგვიპტეს დედოფალი კლეოპატრა მართავდა, მთელი დედამიწის მასშტაბით ვულკანების ამოფრქვევები ხდებოდა. ჰაერში და შემდეგ ატმოსფეროში გაჟღენთილი მტვერი მზის სხივებისთვის შეუღწევად ღრუბლებს ქმნიდა. აგრეთვე ამ მტვერის "ღრუბლების" არსებობამ წვიმები შეაჩერა, რაც თავის მხრივ, ნილოსის ნაპირებიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლეოდა. ამ ბუნებრივმა კოლაფსმა ეგვიპტის ეკონომიკური და აგრო-საინჟინრო მოქმედებები შეაჩერა, მოსავალის აღება შეუძლებელი გახდა და ცივილიზაციამ საკუთარი არსებობა შეწყვიტა. ავტორი: , „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|