01:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 09:43:09, 3613 ნახვა

პოლიტიკა
ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მასშტაბით არსებული 3 644 საარჩევნო უბნიდან  ამომრჩეველთა ხმები უკვე დაითვალა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველა უბანზე პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ხმათა 55,73% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა 17,07%-ით, მესამე ადგილს კი, 10,04%-ით „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ იკავებს.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6,56%;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3.27%;

„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – 2.58%;

„გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ – 1.23%;

რესპუბლიკური პარტია“ – 0.75%;

შენების მოძრაობა“ – 0.76%;

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა – 0.61%.

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა-0,15%

დანარჩენმა პარტიებმა ხმათა კიდევ უფრო მინიმალური რაოდენობა მოაგროვეს. 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics