13:06 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 21:48:14, 2281 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც  გერმანული და ქართული კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმი ჰამბურგის სავაჭრო პალატის აღმოსავლეთ ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ მირკო ნოვაკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ჰამბურგის ადგილობრივი თვითმართველობის სახელმწიფო მდივანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ინოვაციების საკითხებში ანდრეას რიეკოფმა და „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  ქრისტოფ ფრეიტაგმა გახსნეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო  გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების,  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.

ფორუმის მონაწილეებმა ვაჭრობის, ინვესტიციების, ფინანსური სექტორის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ფორუმის დამთავრების შემდეგ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰამბურგის სავაჭრო პალატის გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. ქართულ დელეგაციას, რომლის  შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

(NS)

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics