19:24 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 21:33:12, 1789 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძე ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს

 „კახა კალაძეს მინდა ვუსურვო ძლიერი გამარჯვება პირველივე ტურში, იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ჭეშმარიტად სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახა კალაძეს კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს.

ამასთან, კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი და არამხოლოდ აქ მყოფნი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისელები, დარწმუნებული ვართ, რომ კახა აუცილებლად გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და რა თქმა უნდა, ამით ჩვენი თბილისი გაიმარჯვებს და ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს.

დღეს თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მერი, სწორედ ასეთი ადამიანი, ასეთი წესიერი, ასეთი პროფესიონალი, ასეთი თანამედროვე ხედვებისა და ძალიან მასშტაბური გეგმების მქონე ადამიანი და ძალიან პრინციპული ადამიანი ასევე. დარწმუნებული ვარ, რომ კახა გაამართლებს ყველაზე მაღალ მოლოდინებს, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ.

რა თქმა უნდა, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში, უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად, გამჭვირვალედ ჩატარება და ყოველი შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით არის სავსე. მთელი ჩვენი კამპანია ჩატარდა და მთელი კამპანია კახამ ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით. ის მხოლოდდამხოლოდ დადებითზე, პოზიტივზე და მომავალზე იყო ორიენტირებული და სწორედ ასეთი იქნება ჩვენი თბილისი - ასეთი დადებითი და ასეთი სიცოცხლით სავსე.

მაგრამ ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ერთი რამ გახდა კიდევ ძალიან თვალშისაცემი, ეს არის ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც კახას გააჩნია ყველა დანარჩენ კანდიდატთან მიმართებით და მე მინდა კახას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. თბილისელებმა დაინახეს ეს ძალიან დიდი პოზიტიური განსხვავება. თავისი პროფესიონალიზმით, მომზადების დონით, მასშტაბურობით, კახა ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს. ამისთვის ძალიან ბევრი შრომა გასწია კახამ, იმისთვის, რომ თითოეული თბილისელის გულამდე მიეღწია ხმა და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ ხვალინდელ დღეს ეს ხმა აუცილებლად იქნება გამოხატული.

მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა თბილისელს, ყველა ამომრჩეველს, კახას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისთვის, რომ ის მასშტაბური გეგმები აუცილებლად განახორციელოს და ეს ძლიერი მანდატი მხოლოდდამხოლოდ მიიღწევა თითოეული თქვენგანის მიერ თქვენი წილი მანდატის კახაზე გადაცემით, ხვალ არჩევნების დღეს. მე მინდა გთხოვოთ, ყველა თქვენგანმა გამოხატოს ის ნება, რომელიც კახას მისცემს საშუალებას, რომ თბილისი ჭეშმარიტად გადაიქცეს სინათლის, სიცოცხლის, სიცოცხლით სავსე ქალაქად.მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება.

მე დარწმუნებული ვარ ასევე და მთელი ჩვენი გუნდია ამაში დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ მთელი საქართველოს მასშტაბით სარგებლობს მოსახლეობის დიდი ნდობით და რა თქმა უნდა, ეს ნდობა ხვალინდელ დღეს, არჩევნების დღეს, აუცილებლად უნდა გარდაიქმნას ძლიერ მანდატში მთელი ჩვენი გუნდისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით, მე მინდა ვუსურვო მთელს ჩვენს გუნდს გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს კახა კალაძეს მინდა ვუსურვო ძლიერი გამარჯვება პირველივე ტურში, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ჭეშმარიტად სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics