19:44 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 19:30:54, 1920 ნახვა

პოლიტიკა
კენჭისყრის დღეს 3 644 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. კენჭიყრის დღეს 3644 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი.

საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, ხოლო კენჭისყრა ტარდება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. საერთო ჯამში 9 546 450 ბიულეტენია დაბეჭდილი.

21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის ბიულეტენი: ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 ათასზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 ათასზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics