10:30 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 15:25:35, 1845 ნახვა

კომენტარი
აზერ სულეიმანოვი: მარნეული თითქოს ავღანეთს დაემსგავსა, ყოველდღე რაღაც ხდება

„გუშინდელი ფაქტით  საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზარალდა“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“  მარნეულის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში სერიოზული პრობლემებია.

„დღეს ჩემმა კოლეგა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ვითომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის გაკეთებული. საღამოს მინისტრი იყო ჩამოსული და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“.  პასუხს ველოდებით  თუ რა მოხდა გუშინ მარნეულში. მარნეული იცით როგორი გახდა? თითქოს ავღანეთია, თითქოს 90-იანი წლებია, ყოველდღე რაღაც ხდება ან ქურდობა ან ძალადობა. გუშინდელი ფაქტით სერიოზულად დაზარალდა საქართველოს იმიჯი“,-განაცხადა სულეიმანოვმა.

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics