2017-10-18 19:03:53, 3181 ნახვა
კულტურა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენა გაიხსნა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ლიტველი ფოტოგრაფის იონას დოვიდენასის გამოფენა „Three Weeks Aboard USS Bonhomme Richard” გაიხსნა. ღონისძიება გახსნეს საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოგრაფის მიერ აშშ-ს სამხედრო გემზე გატარებული პერიოდის ამსახველი ფოტოები. ფოტოგრაფმა ავიამზიდზე 3 კვირის განმავლობაში იცხოვრა, რის შედეგადაც ღია ზღვაში სამხედროების მუშაობა და ყოფა-ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში ასახა. ოფიციალური გახსნის შემდეგ, ავტორმა გადაღების პროცესის თავისებურებებსა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. „დღეს ჩვენ-საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, ვმასპინძლობთ ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის გამოფენას, რომელიც გახლავთ სამხედრო თემატიკაზე. მან სამი კვირა გაატარა ამერიკულ სამხედრო ხომალდზე და ფოტოგამოფენაც ასახავს სწორედ ამერიკელი სამხედროების ყოველდღიურ ყოფას. ძალიან საინტერესო გამოფენაა, რომელიც ჩვენ დავაორგანიზეთ ლიტვის საელჩოს უშუალო მხარდაჭერით. ჩვენი ცენტრი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში ნატო-სა და ევროკავშირის თემაზე, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია არის ის, რომ მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიოთ ევროპულ კულტურას“,-განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. გამოფენა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, სამუშაო საათები: 10:00-18:00). ღონისძიება ლიტვის ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით, ლიტვის საელჩოსთან და სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან“ თანამშრომლობით იმართება.
(NS) ავტორი: , კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|