15:25 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:45:07, 1908 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: „ოცნებაში“ შემავალი 5 პარტია რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი, ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე კი, ნული

„აქ ჩვენ გვესმოდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთი კი არა, ხუთი პარტია ყოფილა. ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი, ივანიშვილის 7 მილიარდის გარეშე კი ნული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

 „ვეთანხმები შეფასებას, რომ ეს არის საერთო სახალხო მოტივით მიღებული შენიშვნები, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოში არსებული ყველა პარტია, გარდა ერთადერთი პარტიისა. აქ ჩვენ გვესმოდა, რომ ერთი კი არა, ხუთი ყოფილან. მგონი დოჩანაშვილი ყველას გვაქვს წაკითხული, როცა ამბობს, რომ ერთ პლიუს ერთი, ყოველთვის არ არის ორი. წარმოვიდგინოთ, გზაზე მიდის მოქალაქე, რომელსაც ქვია სერვანტესი და გვერდით კიდე მიდის მეორე და მესამე მოქალაქე რომელსაც ქვია, მწვანეთა პარტია, მრეწველთა პარტია და მათი ლიდერი, იმ ერთს მიმატებული ერთი იქნება ორი ? ხუთივე ერთად რომ დაჯამდეთ, ხართ ერთი. ამიტომ, გეთანხმებით, რომ ამ შენიშვნების უკან დგას დანარჩენი ყველა. ეს ერთიც კი არ არის ერთი, რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული. ამიტომ, როდესაც აქ იყო საუბარი, რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს ის პარტიები, თქვენი მხარდაჭერის პროცენტი 7 მილიარდის გარეშე იქნება ნული“, - განაცხადა რომან გოცირიძე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics