19:58 - 20 Oct, 2017
2017-10-12 19:08:24, 103 ნახვა
მდინარაძე აბაშიშვილის განცხადებაზე: ოპონენტებს ვთხოვ, ამისგან ქარიშხალს ნუ შექმნიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„სანამ კომიტეტის სხდომა დაიწყებოდა, საუბარი მქონდა გიორგი აბაშიშვილთან. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ  ფორმალური თვალსაზრისით ეს შეიძლება გარკვეულ იურიდიულ პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ  პრეზიდენტის სივრცე არის პრეზიდენტის  და ვისაც უნდა იმას შეუშვებს. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგექმნებათ. ამიტომ, ვთხოვ ყველა ოპონენტს, ნუ შექმნიან ამისგან ქარიშხალს. პრობლემა არ იქნება. ამასთან დაკავშირებით ახალ სპეკულაციებს გთხოვთ, თავი დავანებოთ, ჯერ გავარკვიოთ რა ხდება და მერე გავაკეთოთ განცხადება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მათ  პარლამენტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ ქუთაისში  პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეუშვებენ. აბაშიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდება
მმართველი გუნდი ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო ვერსიებზე არ საუბრობს
ყიზილაჯლოში დაჭრილი 4 პირიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics