13:29 - 11 Dec, 2017
2017-10-12 18:38:03, 390 ნახვა
აშშ UNESCO-ს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა UNESCO-ს ორგანიზაციის დატოვების თაობაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება 2018 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში.

"ეს იყო რთული გადაწყვეტილება და ის ამერიკის შეშფოთებას ასახავს, რომელიც UNESCO-ში არსებულ ვალებს, ფუნდამენტური რეფორმების საჭიროებებს და ისრაელის წინააღმდეგ არსებულ პოზიციებს უკავშირდება", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნულს UNESCO-ს ხელმძღვანელობა უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აშშ-ის ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება სამწუხაროა".

ცნობისთვის, 8 ივლისს ისრაელში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეგვიპტეში 3500 წლის წინანდელი აკლდამა გახსნეს
გელა ჩარკვიანი: კუთხურობა ჩამოშლის საქართველოს
ყველაზე დაბალი ხელფასით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics