2017-10-12 15:45:28, 1791 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: რუსეთმა დაგვსაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ დამოუკიდებლობა ვისურვეთ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ცდილობს "საქართველოს დასჯას", მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსულ ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიულად ანომალიური და უსამართლოა. "რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციის მიმართულებით. მან გადაწყვიტა, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, არამედ ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ისტორიულად ანომალიური და უსამართლოა. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა ქვეყანამ განვითარება და ამ სახის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება უნდა შეძლოს. ჩვენ დავისაჯეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე დამოუკიდებლობა ვისურვეთ. დავისაჯეთ რუსეთის მიერ და ეს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაში გამოიხატა. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ერთგვარი დამსჯელი ძალის ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვიტყვით უარს ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, იმაზე, რომ ვართ ერი, რომელიც 2 ათასი წლის განმავლობაში, ვითარდებოდა როგორც სახელმწიფო. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც ვითარდება დიდი იმპერიების ფონზე. ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა აღგვედგინა და ამაში საკმაოდ ეფექტურები ვიყავით. ახლა იგივე პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ავტორი: , ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|