15:24 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 13:41:27, 1871 ნახვა

საზოგადოება
2013-2017 წლებში, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია 23 011 საქმეზე გაიცა

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ დღეს თავისი საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიში გამოაქვეყნა და მასში იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

ანგარიშის თანახმად, 2013-2017 წლებში, კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 საქმეზე დადებითი დასკვნის სახით  საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა. 

კომისიის დადებითი დასკვნების 86%-ის შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყვნენ.

„მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უცხოელის ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით ხდება და მისი 5 სახე არსებობს (მე-9 და 31-ე მუხლები):

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლიათ მას, ვინც 5 წელი მაინც ცხოვრობდა საქართველოში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ფლობს ქონებას საქართველოში);

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია მას, ვინც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და 2 წელია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს);

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით (როდესაც არსებობს სახელმწიფო ინტერესი ან პირს აქვს დამსახურება სახელმწიფოს წინაშე);

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის წესით(მაგალითად, პირი, რომელმაც წარსულში მომართა სახელმწიფოს და თავისი ნებით ოფიციალურად გავიდა საქართველოს მოქალაქოებიდან);

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სპეციალური წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია, მაგალითად, მას, ვინც დაიბადა საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ითვლება  მოქალაქედ).

მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 24-ე მუხლების მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტო („სააგენტო“) არის ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებსა და წარდგინებებს იხილავს, შესაბამის დასკვნას ამზადებს და მათ საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებისათვის წარუდგენს. ამ მიზნების ეფექტურად შესრულებისათვის, სააგენტოში შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა კომისია („კომისია“) სააგენტოს 2, პრეზიდენტის 1 და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 წარმომადგენლის მონაწილეობით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭება თუ: არსებობს სახელმწიფო ინტერესი, ან განმცხადებელს აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე.

ნატურალიზაციის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ზემოხსენებული ორი პირობიდან ერთ-ერთი საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღების აუცილებელი საფუძველია და ორივე პირობაშეფასებითი მსჯელობის საგანია“,-აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics