10:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 13:06:59, 2196 ნახვა

საზოგადოება
ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ

ცნობილ  ქართველ კინომსახიობს ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდი გაიმართება 12-13 ოქტომბერს, 17:00 საათიდან (მის. ი. აბაშიძის 62, II სადარბაზო, II სართული, ბინა N 21). 14 ოქტომბერი 12:00 საათზე მსახიობს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ, დაკრძალვის ცერემონია კი, 15:00 საათზე გაიმართება, ჯერჯერობით უცობია სად დაკრძალავენ ლიკა ქავჟარაძეს.

სამინისტრო ქართული კინოს ვარსკვლავის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს.

ცნობისთვის, მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე". მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), კავკასიური რომანსი“ "დემეტრე თავდადებული" (1982), "ოჯახი" (1985) და სხვა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics