21:39 - 20 Oct, 2017
2017-10-12 10:40:28, 94 ნახვა
კვირიკაშვილი: საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა რუსეთის აგრესიის ამსახველ პროცესებზეც ისაუბრა: 

- ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით;

- განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში;

- მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავრთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე;

- ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა,  გამოხატული, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებრივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველო შერიგების პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. 

"მზად ვართ, მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. პროგრესი კი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ხელშესახები აქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო ასპარეზზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონის მასშტაბით და აძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას", - დასძინა პრემიერმა. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდება
მმართველი გუნდი ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის სავარაუდო ვერსიებზე არ საუბრობს
ყიზილაჯლოში დაჭრილი 4 პირიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics