19:34 - 18 Jan, 2018
2017-10-04 16:55:36, 939 ნახვა
სომხეთში პირველი ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილი წარადგინეს

ერევნის საგამოფენო ცენტრ "ერევან ექსპოში" ყოველწლიური ტექნოლოგიური გამოფენის ფარგლებში ადგილობრივი წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინეს.

ავტომობილის დიზაინი და პროექტი ადგილობრივ მეწარმე დავიდ გევორქიანს ეკუთვნის. პროტოტიპის დამზადებაზე 6 თვე დასჭირდა.

შემქმნელის თქმით, ამ ავტომობილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შექმნა ჩვეულებრივი მანქანის ნაწილების გამოყენებითაა შესაძლებელი.

სომხური ელექტრო ავტომობილის ძრავი და ბატარეა იმპორტულია, ხოლო დანარჩენი დეტალები - ადგილობრივი წარმოებისაა.

მანქანას, რომლითაც ერთი დამუხტვით 50 კმ-ის გავლას შეძლებთ, სახელი ჯერჯერობით არ აქვს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახი კალაძე თბილისში არსებულ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გაუფრთხილებლად მივიდა (ვიდეო)
გავერთიანდეთ თუთასთვის
ჩინელმა ბიჭმა გამოცდის ჩასაბარებლად 4,8 კილომეტრი ყინვაში ფეხით გაიარა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics