19:52 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 21:34:27, 1656 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 სექტემბრის ანონსი

09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის რეგიონული კონფერენციის „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.

10:00-დან 14:00 საათამდე, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს.
მის: ვაკის პარკი, ძაღლების სასეირნო ადგილი (კორტების უკან)

10:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, მილიონი ევროს ღირებულების „თვინინგის“ პროექტის „სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში“ დახურვის ცერემონია გაიმართება.
მის: გუდიაშვილის ქ. N7

10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ თანამშრომლობის ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" გახსნის.
მის: სააკაძის მოედანი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა

10:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" სამუშაო შეხვედრა თემაზე: „უსაფრთხოების საკითხები ქალაქგეგმარებაში"
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10:30 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციას „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ გახსნის.

11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ესტონეთის სამედიცინო კლასტერის წარმომადგენლები, ესტონეთსა და საქართველოში ფსიქიატრიული სამსახურის ორგანიზაციის აქტუალურ საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას განხილავენ.
მის: ქავთარაძის ქ. #21ა/ საკონტაქტო პირი ანუკა წიკლაური - 599 296 050

11:00 საათზე, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობები თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან. ამ თემაზე, შეხვედრის ორგანიზატორები, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავნ.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული / საკონტაქტო ტელ.: 599726565

11:00 საათზე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).

11:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.
თემა: ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
მის: ასათიანის ქ. #9 / საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

11:40 საათზე, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

12:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია გაიმართება.

12:20 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

13:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ კვლევას - „კორუფციის რისკები და მართვის პრაქტიკა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში“ წარადგენს.
მის.: დ. აღმაშენებლის გამზ. #61 („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისი).
საკონტაქტო პირი ნინო ხუციძე - 593 266 177

14:00 საათზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია - ”ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეცნიერული მტკიცებულებები და საკამათო საკითხები“.

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, სადისერტაციო დარბაზი

16:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ გაიმართება მედიის განვითარების ფონდის (MDF) და დოიჩე ველე აკადემიას პროექტის ფარგლებში მომზადებული „მედია წიგნიერების გზამკვლევის“ პრეზენტაციასა და „მითების დეტექტორის ლაბორატორიის“ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
მის: შ.დადიანის ქ. #2/1

16:00 საათზე, NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, რამაზ ბლუაშვილის ფილმის ჩვენება და ერისიონის კონცერტი, რომელსაც დაესწრება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (მისამართი: რუსთაველის გამზ. N25)

19:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს.

19:00 საათზე, „ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში პროგრამა Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
მის.: ნინოშვილის ქ.#8

19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება "ვოიაჯერისა" და "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics